ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს
04.01.2021 18:16 51

ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში აგრესიის გაგრძელების პირობებშიც კი ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს.

ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული იყოს და ეკონომიკური რეფორმები გატარდეს.шаблоны для dle 11.2