კალიფორნიაში სროლას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა
04.01.2021 13:07 74

კალიფორნიაში სროლას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი ემსხვერპლა

მსოფლიო

აშშ-ში, კალიფორნიაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამის შესახებ  The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა ცეცხლი ორინჯ ქაუნთიში, ერთ-ერთ საოფისე შენობაში გახსნა. ადგილზე მისულმა პოლიციამ მსროლელი დაჭრა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტის სხვა დეტალები და მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეს აშშ-ში მომხდარი მესამე მასობრივი მკვლელობაა.

22 მარტს კოლორადოში 21 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა იარაღი თავდასხმამდე 6 დღით ადრე იყიდა.

16 მარტს კი ჯორჯიაში 21 წლის კაცმა, სპა სალონებზე თავდასხმის დროს 8 ადამიანი, მათ შორის 6 აზიელი ქალი მოკლა.шаблоны для dle 11.2