შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებთან ონლაინ შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს
04.02.2021 17:46 107

შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებთან ონლაინ შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში ,,ბუღალტერთა კლუბ ფორუმსა“ და ,,საქართველოს ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის საკანონმდებლო სიახლე, რომელიც დეკლარირების ვალდებულების აღსრულებას სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის გამოყენებით ითვალისწინებს.
დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების მიზანია, დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა, რომლის პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის რეკომენდაციით.

„სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის ფარგლებში, დარიცხვის განხორციელებამდე, დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდსა ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე იგზავნება გამაფრთხილებელი ხასიათის შეტყობინება.

აქვე, განვმარტავთ, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან განხორციელებული კომუნიკაციის მიუხედავად დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სავადო თარიღიდან მე-6/7 სამუშაო დღეს, შესაბამის სამიზნე ჯგუფის მიმართ განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდსა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე სავარაუდო დარიცხვის შესახებ შეტყობინება გაეგზავნება.
სამუშაო შეხვედრები დიალოგის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ“, - აცხადებენ აღნიშნულ სამსახურში.шаблоны для dle 11.2