04.03.2021 14:10 40

"ჩვენ "ბაიერნიდან" არავინ შეგვხმიანებია..." - "რუბინის" დირექტორის განცხადება

სპორტი

ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა.

"ჩვენ "ბაიერნიდან" არავინ შეგვხმიანებია. რამდენად გავყიდით ხვიჩას? არ მინდა ამის დასახელება, ამას დაინტერესებულ კლუბთან შევატანხმებ. თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შეცდომაში არ შეხვიდეთ" განაცხადა Sport 24-თან ინტერვიუში საიმანოვმა.шаблоны для dle 11.2