მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
04.03.2021 13:38 167

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

საზოგადოება

მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა.

1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".шаблоны для dle 11.2