სასტუმროები, ფერმები, ავიაცია - ინდუსტრიები, რომელთაც პანდემიის შემდეგ მუშაობის განახლება გაუჭირდა
04.03.2021 13:33 55

სასტუმროები, ფერმები, ავიაცია - ინდუსტრიები, რომელთაც პანდემიის შემდეგ მუშაობის განახლება გაუჭირდა

ეკონომიკა

იმ ინდუსტრიებს, რომლებმაც COVID-19 პანდემია მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანეს, სრულ ფინანსურ აღდგენამდე და სისტემის თავიდან გამართვამდე შესაძლოა, წლები დასჭირდეთ.

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა ბიზნეს სფერომ განიცადა, თუმცა არიან განსაკუთრებულად დაზარალებულებიც, რომლებიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში სრულად გაჩერდნენ.

საჰაერო სამგზავრო ინდუსტრია
ფართო სასაზღვრო შეზღუდვების ფონზე სერიოზული დარტყმა განიცადა გლობალურმა საჰაერო მიმოსვლამ. მხოლოდ აშშ - ში, აპრილში მგზავრთა რაოდენობა 94% –ით შემცირდა. სექტორი კი კვლავ ხარჯავს ფულს.
სექტემბერში, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) განაცხადა, რომ 2020 წელს მთლიანი საჰაერო მიმოსვლა 66% -ით დაბალია, ვიდრე 2019 წელს იყო. იგივე წყაროს თქმით, საჰაერო მიმოსვლა 2024 წლამდე დადებით მაჩვენებელს ვერ დაიჭერს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ავიაკომპანია მთავრობის დახმარებას იღებს, ოქტომბერში „ამერიკის ავიახაზებმა“ 40 000 სამუშაო ადგილი გააუქმა და თებერვალში განაცხადა, რომ კიდევ 13 000 შტატი გაუქმდებოდა. იგივე ვითარება იყო სხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებშიც.

სასტუმროები
სასტუმროების ინდუსტრია ავიაკომპანიების მსგავსად გამოწვევების წინაშე დგას. მთელ მსოფლიოში ტურისტულ მიმართულებებზე დასაქმების დონე 97% -ით შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა სასტუმროების ჯავშნებიც. მეპატრონეები კი, რომლებიც ამაზე იყვნენ დამოკიდებულნი, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
ინდუსტრია იმედოვნებს, რომ ფეხზე დადგომას კვლავ შეძლებს, რადგან გარკვეული დადებითი ტენდენციები ნელ-ნელა იკვეთება. სოციალური დისტანცირებით და გაუმჯობესებული ჰიგიენის ზომებით პანდემიის გაუქმების შემდეგ მრავალი სასტუმრო გაიხსნა.

ავტომობილების ინდუსტრია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ავტომწარმოებლებმა სამმაგი დარტყმა განიცადეს: ქარხნების და სადილეროების დახურვა, მიწოდების ჯაჭვის მოშლა და მომხმარებელთა მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა. IHS Markit– ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ პანდემიის შემდეგ ინდუსტრიის გამოჯანმრთელება ნელა დაიწყება.
2020 წელს დიდ ბრიტანეთში, ახალი ავტომობილების გაყიდვები 4.4% -ით შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი გაყიდვაა 1999 წლის შემდეგ. აშშ – ში, 2020 წლის მეორე კვარტალში ავტომობილების გაყიდვებმა დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგები დააფიქსირა. ათასობით გაუყიდავი მანქანა ინახება ბრიტანეთის Chipping Warden აეროდრომზე.

ფერმები და სოფლის მეურნეობა
მაღაზიების, რესტორნებისა და სკოლების დახურვის შემდეგ სოფლის მეურნეობის ზოგიერთ სექტორს სერიოზული ზიანი მიადგა. ამერიკელი რძის ფერმერების შეფასებით, აშშ-ის ფერმერებს, პანდემიის პიკის დროს, მოთხოვნის არარსებობის გამო ყოველ დღე 14 მილიონი ლიტრი რძე უნდა გადაეღვარათ.
სიმინდისა და ხახვის მწარმოებლები კვლავ ხნავენ თავიანთ მიწებს მოსავლის შემდეგი პარტიის დარგვამდე, იმ იმედით, რომ ბაზარზე მოთხოვნა აღდგება. 2020 წელს მეურნეობების რაოდენობა ამერიკაში დაახლოებით 4,400-ით შემცირდა.
მსგავსი ამბავი მოხდა დიდ ბრიტანეთში, რძის ფერმერთა სამეფო ასოციაციის თანახმად, კრიზისის პერიოდში ყოველ კვირას ხუთი მილიონი ლიტრი იკარგებოდა.

სათევზაო ინდუსტრია
რესტორნებისა და საცალო მოვაჭრეების მხრიდან მოთხოვნის შემცირებამ და მომარაგების ჯაჭვის პრობლემებმა თევზის ინდუსტრიას პრობლემები შეუქმნა.
2020 წლის დასაწყისში მხოლოდ აზიის ქვეყნებში ინდუსტრია რამდენიმე თვით იყო პარალიზებული, რამაც ბევრი მუშა შემოსავლების გარეშე დატოვა.
საკვები ინდუსტრიის გარდა ერთწლიანი შოკი განიცადეს სავარჯიშო დარბაზების, ნავთობისა და გაზის, კლუბური კულტურის, თეატრისა და კინოს სფეროებმა. ყველაზე მეტად ჩამოთვლილთაგან მაინც ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დაზარალდა. ნავთობის ფასებმა ისტორულ მინიმუმამდე ვარდნაც კი განიცადა, თუმცა, ამჟამად ფასები მერყეობს.

ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ინდუსტრია კრიზისს 2022 წლამდე ვერ გადალახავს.

(წყარო - lovemoney.com)шаблоны для dle 11.2