გოგა ბითაძემ 14 წუთი შესანიშნავად გამოიყენა
04.04.2021 14:20 41

გოგა ბითაძემ 14 წუთი შესანიშნავად გამოიყენა

სპორტი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „სან ანტონიო სპურსი“ დაძაბულ ბრძოლაში, 139:133 დაამარცხა. სხვათა შორის, თამაშის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 13:7 მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელმა მორიგი ნაყოფიერი თამაში ჩაატარა, როგორც ამას ბოლო ხანებში შეგვაჩვია. გოგამ 14:37 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ოთხჯერ კი დაჯარიმდა. ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

საინტერესო და საგულისხმოა რომ, როდესაც პარკეტზე ბითაძე იყო, ის მონაკვეთი ინდიანაპოლისელებმა 19 ქულით მოიგეს, რაც ქართველი ცენტრის ეფექტურობაზე მიანიშნებს.

„ინდიანამ“ ამ გამარჯვებით 3-მატჩიანი წაგებების სერია დაასრულა. „პეისერსს“ 22 გამარჯვების საპირწონედ 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.шаблоны для dle 11.2