Facebook-ის 533 მლნ მომხმარებლის, მათ შორის 95,000 ქართველი მოხმარებლის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა
04.04.2021 02:49 53

Facebook-ის 533 მლნ მომხმარებლის, მათ შორის 95,000 ქართველი მოხმარებლის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

ეკონომიკა

Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა - ამის შესახებ Bloomberg-ი და Reuters-ი წერენ. 533 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია სახელი და გვარი, ასევე ცალკეულ შემთხვევებში მისი თანმდევი პერსონალური ინფორმაცია - დაბადების თარიღები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები ჰაკერების ხელში აღმოჩნდა.

Bloomberg-ის თანახმად, Facebook-ი ამ გაჟონვის საქმის კურსშია. ოფიციალური წერილის თანახმად, კომპანიამ მონაცემთა გაჟონვის შესახებ 2019 წელს შეიტყო. საუბარია 106 ქვეყანაში რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე. 

Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, ამ გაჟონილ მონაცემთა შორის საქართველოში Facebook-ის 95,193 მომხმარებლის პერსონალური მონაცემები აღმოჩნდა ჰაკერების ხელში. სიაში აშშ-ის 32 მილიონი და დიდი ბრიტანეთის 11 მილიონი მაცხოვრებლის პერსონალური მონაცემებიცაა.

შეგახსენებთ, Facebook-ი 2018 წლის მარტში მსგავს სკანდალში გაეხვა, რაც კომპანია Cambridge Analytica-ს მიერ მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას უკავშირდებოდა (მონაცემები 2013-2016 წლებში შეგროვდა) და მსოფლიომ ამ გაჟონვის შესახებ 2018 წელს შეიტყო. მაშინ Facebook-მა განაცხადა, რომ მათ მომხმარებელთა მონაცემების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.шаблоны для dle 11.2