სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის, დღე-ღამეში 7 სუბიექტი დაჯარიმდა
04.04.2021 13:47 69

სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის, დღე-ღამეში 7 სუბიექტი დაჯარიმდა

სამართაალი

ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ, სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის, 7 სუბიექტი დააჯარიმა. 4 ფიზიკურ პირს 2 000-ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს - 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, - ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

ინსპექციის ცნობით, ერთ იურიდიულ პირს განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კომენდანტის საათის მოქმედების დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, გასართობი ღონისძიებები ტარდებოდა და არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. კლუბის ტიპის გასართობი სივრცის ფუნქციონირებისას, ასევე არ იყო დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესები“ - აღნიშნულია ინსპექციის განცხადებაში.

შრომის ინსპექცია მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.шаблоны для dle 11.2