ჰაკერებმა Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის ინფორმაცია გაავრცელეს - მათ შორის ქართველებისაც
04.05.2021 19:18 60

ჰაკერებმა Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის ინფორმაცია გაავრცელეს - მათ შორის ქართველებისაც

ტექნოლოგიები


ჰაკერების ფორუმზე სოციალურ ქსელ Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა. საუბარია 533 მილიონი ადამიანის საიდენტიფიკაციო მონაცემებზე, - ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ჰაკერების სამიზნე 107 ქვეყანა გახდა. მათ შორისაა საქართველოც. კიბერდანაშაულის შესახებ სადაზვერვო კომპანია Hudson Rock-მ 3 მარტს შეიტყო. საქართველოს შემთხვევაში, 95 ათასზე მეტი მომხმარებლის ინფორმაციაა გავრცელებული.

ჰაკერების ფორუმზე განთავსდა მომხმარებლების სახელები და გვარები, მათი Facebook-ს ID მონაცემები, ტელეფონის ნომრები, ადგილმდებარეობები, დაბადების თარიღები, ბიოგრაფიები და ელექტრონული ფოსტის მისამართები.шаблоны для dle 11.2