ჰაკერებმა მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვეს
04.05.2021 19:21 44

ჰაკერებმა მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვეს

ტექნოლოგიები


Facebook-ზე მასობრივი კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა კომპანიის ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის ტელეფონის ნომერი მოიპოვეს და გაასაჯაროვეს. ამის შესახებ The New York Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში მოიპოვეს. საუბარია ტელეფონის ნომერზე, რომელიც ცუკერბერგის Facebook-ანგარიშზეა მიბმული. ამგვარად, ცუკერბერგი ერთ-ერთი გახდა იმ ასობით მილიონი ადამიანიდან, ვისი მონაცემებით ინტერნეტში გავრცელდა.

დღეს ცნობილი გახდა, ჰაკერების ფორუმზე სოციალურ ქსელ Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა. საუბარია 533 მილიონი ადამიანის საიდენტიფიკაციო მონაცემებზე. шаблоны для dle 11.2