ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გენერალ მაზნიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ
04.06.2021 15:52 57

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გენერალ მაზნიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ

სამხედრო

6 აპრილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით გენერლის სახლ-მუზეუმს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის იუნკერები ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების მუზეუმში ვიზიტს შემეცნებითი ხასიათი აქვს და გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების და სამხედრო დამსახურების შესახებ მეტად ინფორმირებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა.шаблоны для dle 11.2