
აშშ-ში სამხედრო ბაზაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო
აშშ-ში, მერილენდის შტატში, ფორტ-დეტრიკის სამხედრო ბაზაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.
სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, ისინი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მედიკოსები არიან. დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულია.
38 წლის თავდამსხმელი, რომელიც სამხედრო-საზღვაო ჰოსპიტალში მუშაობდა, სამხედრო ბაზის თანამშრომლებმა მოკლეს.