ბელგიის აფთიაქებში კორონავირუსის სწრაფი ტესტების გაყიდვა დაიწყო
04.06.2021 15:49 76

ბელგიის აფთიაქებში კორონავირუსის სწრაფი ტესტების გაყიდვა დაიწყო

COVID-19

დღეიდან ბელგიაში აფთიაქებში კორონავირუსის სწრაფი ტესტების გაყიდვა დაიწყო. ბელგია ტესტირების მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ტესტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.

ROCHE-ს ფირმის სწრაფი ტესტი 8 ევრო ღირს. ტესტს თან ახლავს ინსტრუქცია. პროცედურა 30 წუთიანია. კოვიდზე დადებითი შედეგის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და თვითიზოლაცია.

საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ ტესტირება პრევენციაა და ვირუსის გავრცელებას შეამცირებს. აეროპორტში გახსნილ ტესტირების ცენტრში ვიზიტი 67-დან 135 ევრომდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია პასუხის მიღების ვადებზე.

დღეს ბელგიაში კორონავირუსის 1 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი. ქვეყანაში აქტიურია კორონავირუსის 821 393 შემთხვევა. კრიტიკულია 832 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.шаблоны для dle 11.2