ვულკანის გააქტიურების გამო, ისლანდიაში ასობით მოლაშქრის ევაკუაცია გახდა საჭირო
04.06.2021 22:42 56

ვულკანის გააქტიურების გამო, ისლანდიაში ასობით მოლაშქრის ევაკუაცია გახდა საჭირო

მსოფლიო

ამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, სუდურნესის რეგიონში ვულკანი გააქტიურდა. ლავამ ახლადგაჩენილი ნაპრალიდან ამოხეთქა. საფრთხის გამო, მიმდებარე ტერირიიდან ასობით მოლაშქრის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ისლანდიის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვულკანი დაშორებულია პოპულარული საფეხმავლო ბილიკებისგან, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მოგზაურებს მაინც დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია.

სუდურნესში ვულკანი 20 მარტს გააქტიურდა. იქამდე კი, რეგიონში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა.шаблоны для dle 11.2