ნიკა მელიას განცხადება ციხიდან: ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს
04.06.2021 22:59 128

ნიკა მელიას განცხადება ციხიდან: ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს

პოლიტიკა

ტელეკომპანია მთავარის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, მათ რუსთავის ციხიდან წერილობით უპასუხა.

პატიმარი 224-ე საკნიდან დარწმუნებულია, რომ სასამართლო კვლავ წინასწარ დაწერილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და მას ისევ საპატიმროში დატოვებს:
"ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან სამწუხაროდ ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამო რომ ამ შემთხვევაში მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დასხდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ.

გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რეგიონ" - ამბობს მელია.шаблоны для dle 11.2