ნავთობით სავსე გემი, შესაძლოა, ნორვეგიის სანაპიროსთან გადაყირავდეს
04.06.2021 14:42 72

ნავთობით სავსე გემი, შესაძლოა, ნორვეგიის სანაპიროსთან გადაყირავდეს

მსოფლიო

ნორვეგიის სანაპიროსთან მყოფი ნიდერლანდების ნავთობით დატვირთული ტანკერი Eemslift Hendrika ძლიერი კრენის (გემის დახრილობა განივ სიბრტყეში) და კურსი დაკარგვის გამო საფრთხის წინაშეა. ხომალდის 12 კაციანი ეკიპაჟი ევაკუირებულია, თუმცა, ზღვაში გემის გადაყირავების საფრთხე არსებობს. ტანკერი 350 ტონა ნავთობითა და 50 ტონა დიზელის საწვავითაა დატვირთული.

ეკიპაჟმა განგაშის სიგნალი 5 აპრილს გაუშვა, რის შემდეგაც მათი ევაკუაციის გადაწყვეტილებამ მიიღეს. გემზე კაპიტანი და 4 მეზღვაური დარჩა, თუმცა, ვითარების გართულების შემდეგ ხომალდიდან ისინიც გაიყვანეს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახლა მთავარია გემი არ გადაყირავდეს და საწვავი ზღვაში არ ჩაიღვაროს.

უმართავი გემი ამ დროისთვის ოლესუნას რაიონში ნაპირთან ახლოს დრეიფზე იმყოფება. ხომალდის გადახრის კუთხე და ძლიერი ღელვა ტანკერის გადაყირავების რისკებს სულ უფრო და უფრო ზრდის. Eemslift Hendrika-ს დრეიფის რაიონში სიტუაციის შესაფასებლად სანაპირო დაცვის გემი და ვერტმფრენი გაგზავნეს.шаблоны для dle 11.2