პრემიერ-მინისტრის პრომოციის მიზნით ვაქცინაცია საჭიროდ არ ჩავთვალეთ - თამარ გაბუნია
04.06.2021 14:09 36

პრემიერ-მინისტრის პრომოციის მიზნით ვაქცინაცია საჭიროდ არ ჩავთვალეთ - თამარ გაბუნია

პოლიტიკა

„პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია არის განსაზღვრული და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რისკი ყველგან არის და ინფექცია ყველას შეიძლება შეხვდეს. “უკვე გავრცელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის, რა თქმა უნდა, ჩაიტარებს ყველა შესაფერის მკურნალობას, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. თვითიზოლაციაში გრძელდება მისი მკურნალობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ასაკობრივი ჯგუფების ეტაპობრივობას მიჰყვება. ასევე, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული.

ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია არის განსაზღვრული და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არასწორი რეაქცია გამოიწვია. არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ქვეყანა ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან. როგორც ვხედავთ, რისკი ყველგან არის და სამწუხაროდ, ინფექცია ყველას შეიძლება შეხვდეს“, -განაცხადა თამარ გაბუნიამ.шаблоны для dle 11.2