
რამდენი რესტორანი, ბაღი და სპორტკომპლექსი ითხოვს თანადაფინანსების მექანიზმში ჩართვას
„თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ 1000-ზე მეტი განაცხადი შევიდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სარესტორნო ინდუსტრიიდან მიმართვების მიღების მე-2 ეტაპზე სულ 803 განაცხადი შევიდა; სპორტული ობიექტების მიმართულებით - 117, ხოლო საბავშვო ბაღის მიმართულებით - 100 მიმართვა.
„ამასთან, გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მიმართვებისა და შესაბამისი განაცხადების გადარჩევის/დამუშავება, რის შედეგადაც შესაძლოა, შეიცვალოს მიმართვების ზემოხსენებული რაოდენობები.
აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდგომ კი დაიწყება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში მიერ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებისათვის თანადაფინანსების/სუბსიდირების თანხების გადარიცხვის პროცესი“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ აწარმოე საქართველოში.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 8 თებერვლიდან დაიწყო და 5 მარტს დასრულდა.
პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:
- სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
- სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
- მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
- არაუმეტეს 80 %-ის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
- არაუმეტეს 70 %-ის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში