ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველ საერთაშორისო მედია ტურს უმასპინძლა
04.06.2021 16:54 82

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველ საერთაშორისო მედია ტურს უმასპინძლა

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში აზერბაიჯანიდან პირველი მედია ტური გამართა. პრეს-ტური ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ჩატარდა.

აზერბაიჯანის მაღალრეიტინგული გამოცემების: Qazet.az, Zerkalo, The Most ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, სენაკსა და შეკვეთილს ეწვივნენ.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, მცხეთაში არმაზის ციხე ბაგინეთი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეო ბლოგები მომზადდება.

Qazet.az-ს თვეში მილიონამდე, ხოლო Zerkalo.Az-ს 2 მილიონიდან 5 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.шаблоны для dle 11.2