“25-ე სართულიდან ჩამოვარდა… “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა” – ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგადდაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული – გარდაიცვალა.ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობს კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. მის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე წერს: “სამშენებლო ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდა მამაკაცზე – საჭიროა უმკაცრესი რეაგირება. სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა 30 წლის ო. დეკანაძის სიცოცხლე — ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გონიოში მიმდინარე … “25-ე სართულიდან ჩამოვარდა… “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა” – ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა Read More » The post “25-ე სართულიდან ჩამოვარდა… “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა” – ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა appeared first on elNews.ge.

ივლ. 19, 2025 - 14:57
 0
“25-ე სართულიდან ჩამოვარდა… “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა” – ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგადდაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული – გარდაიცვალა.ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობს კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ოთო დეკანაძეა. ის “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა. გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე წერს:

“სამშენებლო ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდა მამაკაცზე – საჭიროა უმკაცრესი რეაგირება.

სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა 30 წლის ო. დეკანაძის სიცოცხლე — ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გონიოში მიმდინარე სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა. იგი თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად ექიმების მაქსიმალური ძალისხმევისა, 17 ივლისს, ღამის 23:00 საათზე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ტრაგედიის ფონზე საზოგადოებას ერთი მთავარი კითხვა აქვს: ვინ არის ამ უმძიმესი შემთხვევის პასუხისმგებელი?

დაუყოვნებლივ და უმკაცრესად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. პირველ რიგში, სამართლებრივი წესით, უნდა მოხდეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების, უშუალო დამკვეთებისა და ზედამხედველების პასუხისმგებლობის დასახვა. თუ ადგილი ჰქონდა უყურადღებობას, უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფას, ანდა გადაუმოწმებელი კონსტრუქციების გამოყენებას, ეს არ არის უბედური შემთხვევა — ეს არის კვალიფიცირებადი დანაშაული, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს. განაგრძეთ კითხვა

The post “25-ე სართულიდან ჩამოვარდა… “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა” – ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow