30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: შესაძლოა, სრულიად უწყინარი დიალოგი შეუმჩნევლად მწვავე კონფლიქტში გადაიზარდოს. ამიტომ, გააკონტროლეთ ემოციები. კურო: მაქსიმალურად შეიკავეთ თავი გართულებებისგან და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოუფრთხილდით ნერვებს და ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია. ​ ტყუპები: დღეს ძალიან მგრძნობიარე ხართ და შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვათ ახლობელი ადამიანების შენიშვნები. გამოიჩინეთ გონიერება და შეინარჩუნეთ მშვიდობიანი კავშირები. კირჩხიბი: შესაძლოა, პერსპექტიული იდეების შტორმი […] The post 30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on .

მარ. 30, 2025 - 10:56
 0
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: შესაძლოა, სრულიად უწყინარი დიალოგი შეუმჩნევლად მწვავე კონფლიქტში გადაიზარდოს. ამიტომ, გააკონტროლეთ ემოციები.

კურო: მაქსიმალურად შეიკავეთ თავი გართულებებისგან და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოუფრთხილდით ნერვებს და ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია. ​

ტყუპები: დღეს ძალიან მგრძნობიარე ხართ და შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვათ ახლობელი ადამიანების შენიშვნები. გამოიჩინეთ გონიერება და შეინარჩუნეთ მშვიდობიანი კავშირები.

კირჩხიბი: შესაძლოა, პერსპექტიული იდეების შტორმი დატრიალდეს თქვენს თავში. აუცილებლად ჩაინიშნეთ თითოეული იდეა და ეცადეთ მათ რეალიზებას.

ლომი: დღევანდელ დღეს მიმართულებადაკარგული მთვარის გავლენით, ყურადღების დაქვეითების ალბათობა მოიმატებს, რამაც შესაძლოა, ტრავმებისა და ავარიების რიცხვი გაზარდოს. მოერიდეთ საიდუმლო საქმეებსა და სიყვარულს. ​

ქალწული: ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს; დაუმეგობრდით მათ. ​

სასწორი: ზედმეტად გაღიზიანებული, იმპულსური ხართ. მოთოკეთ ემოციები. მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში განახორციელეთ. ​

მორიელი: დღე საოჯახო საქმიანობას, ნათესავების პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს მეგობრებს გემრიელად გაუმასპინძლდით. ​

მშვილდოსანი: გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა სულიერი განათლების მისაღებად. ​

თხის რქა: რომანტიკული შეხვედრებისა და მოგზაურობის დღეა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

მერწყული: კარგი დღეა მეგობრებთან ერთად ვარჯიშისთვის. აგრეთვე მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ​

თევზები: კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთები სურვილების ასრულებას შეძლებენ.

The post 30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow