“4 დღეში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი” – როგორ მუშაობს ახალი, “თავისუფლების ფონდი”?
დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აქციებზე დაჯარიმებულებისთვის ახალი ფონდი შექმნა , პირველი 4 დღის ჩარიცხვების თაობაზე მონაცემებს აქვეყნებს. Facebook პოსტში მითითებულია საიტი, სადაც უნდა დაარეგისტრიროთ ჯარიმა, ასევე ჩარიცხვის მეთოდი. გაბარებთ ანგარიშს – პირველი გადახდები უკვე გზაშია! ყოველ რამდენიმე წუთში შემოდის ახალი დონაციები და მხოლოდ 4 დღის განმავლობაში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი. დარეგისტრირდა 31 ჯარიმა. 20,000 ლარი შესანიშნავი […] The post “4 დღეში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი” – როგორ მუშაობს ახალი, “თავისუფლების ფონდი”? appeared first on .

დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აქციებზე დაჯარიმებულებისთვის ახალი ფონდი შექმნა , პირველი 4 დღის ჩარიცხვების თაობაზე მონაცემებს აქვეყნებს. Facebook პოსტში მითითებულია საიტი, სადაც უნდა დაარეგისტრიროთ ჯარიმა, ასევე ჩარიცხვის მეთოდი.
გაბარებთ ანგარიშს – პირველი გადახდები უკვე გზაშია! ყოველ რამდენიმე წუთში შემოდის ახალი დონაციები და მხოლოდ 4 დღის განმავლობაში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი. დარეგისტრირდა 31 ჯარიმა.
20,000 ლარი შესანიშნავი შედეგია 4 დღისთვის, თუმცა ყველა შემოსული ჯარიმის დასაფარად ჯამში 372,000 ათასი ლარი იქნება საჭირო. ამიტომ, ამ ეტაპზე მოქალაქეებს თანხას ნაწილობრივ ვუგზავნით. დღეს პირველ სამ ადამიანს გადავურიცხეთ 1,500 ლარი (დამადასტურებელი მასალა ფოტოებში). ჯარიმებს ვამუშავებთ იმის მიხედვით, თუ როდისაა გადასახდელი.
მინდა იცოდეთ, რომ ჯარიმების გადახდა Wise-თი და GoFund.Me-თი ჯერ კიდევ ახალია და პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობთ. მაგალითად, თუ GoFund.Me-თი გადაწყვეტთ დონაციას, გახსოვდეთ რომ ვებ-გვერდი შეგთავაზებთ პროცენტის დატოვებასაც – ეს რომ თავიდან აირიდოთ, უნდა მიუთითოთ 0.0% tip-ი და თქვენი დონაცია სრულად შემოვა ფონდში.
ასევე, საერთაშორისო გადარიცხვებს სჭირდება დრო. თქვენამდე მოსასვლელად საშუალოდ 3 სამუშაო დღეა საჭირო. ასევე, უკვე რამდენჯერმე დროებით გაგვიყინეს თანხდა, თუმცა დამატებითი ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, მალევე აღმოიფხვრა შეფერხებები.ვმუშაობთ კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მეთოდების შემოღებაზე, ასევე ვებსაიტის გამართვაზე დეველოპერებთან. მაგრამ უნდა მოვითმინოთ.
მანამდე, აქციებზე დაიფარეთ სახე და გახსოვდეთ – ჯარიმები ბოლომდე უნდა გაასაჩივროთ.
გახსოვდეთ, ისიამოვნეთ ქოცების ისტერიით :))
- დაარეგისტრირეთ ჯარიმა ფონდში: http://bit.ly/435bYhA
- შეავსეთ ფონდი (ანონიმურადაც): https://gofund.me/4d10bba1
- თუ GoFundMe-ს ვერ იყენებთ, Wise: https://wise.com/pay/me/davitj28
“თავისუფლების ფონდის” საბანკო ანგარიში ინგლისშია.
The post “4 დღეში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი” – როგორ მუშაობს ახალი, “თავისუფლების ფონდი”? appeared first on .
What's Your Reaction?






