40 წლის ვალბუენა ყოფილ კლუბში ბრუნდება

40 წლის ფრანგი ვეტერანი ნახევარმცველი მატიე ვალბუენა კვლავ „ოლიმპიაკოსის“ რიგებში ითამაშებს. ფეხბურთელმა ბოლოს ათენის „კალითეას“ ფორმა...

აგვ. 12, 2025 - 19:57
 0
40 წლის ვალბუენა ყოფილ კლუბში ბრუნდება
40 წლის ფრანგი ვეტერანი ნახევარმცველი მატიე ვალბუენა კვლავ „ოლიმპიაკოსის“ რიგებში ითამაშებს. ფეხბურთელმა ბოლოს ათენის „კალითეას“ ფორმა მოირგო, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ვალბუენა პირეოსულ კლუბში უკვე თამაშობდა 2019-2023 წლებში, რის შემდეგაც კარიერა კვიპროსის „აპოლონში“ და შემდეგ „კალითეაში“ გააგრძელა.

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ფრანგი ჯერ კიდევ „მარსელის“ პერიოდში გაიცნეს. შემდეგ კი მისი კარიერა მოსკოვის „დინამოში“, „ლიონში“ და თურქეთის „ფენერბაჰჩეში“ გაგრძელდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow