გაირკვა ვინ არიან საზარელ ავარიაში დაღუპული ადამიანები, ერთი ოჯახის ქალები და ბავშვები

გაირკვა ვინ არიან საზარელ ავარიაში დაღუპული ადამიანები, ერთი ოჯახის ქალები და ბავშვები


loading...

ცნობილი გახდა ახალი დეტალები ფონიჭალაში მომხდარი საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.
გარდაცვლილია 25 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელთან ერთადაც მისი 4 წლის შვილი ადგილზე დაიღუპა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალის დედაც. ამ დილით ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი 7 წლის ბიჭიც გარდაიცვალა.




7 ადამიანი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ერთი ოჯახის წევრები არიან. ოჯახი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც, ავტომობილში ჩასხდომისას მანქანა დაეჯახა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა 25 წლის გოგო შვილთან ერთად. 7 წლის ბიჭი და ქალის დედა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.





{login}

Твой комментарий..

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
loading...