60%-ით გაძვირებული მწვანილი და 1900%-ით გაზრდილი იმპორტი ირანიდან – ქვეყანაში წარმოება ყოველწლიურად მცირდება
2025 წელს მწვანილი საშუალოდ 60%-ით გაძვირდა. 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ფასმა 88%-ით, თებერვალში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 45%-ით, ხოლო მარტში 42%-ით მოიმატა. ქვეყანაში მწვანილის წარმოება მცირდება. მწვანილის წარმოების შემცირება ჩანს საქსტატის სტატისტიკაშიც, რომელშიც მონაცემები 2023 წლამდეა აღრიცხული. 2021 წელს ქვეყანაში 8 500 ტონა მწვანილი იწარმოვა. 2022 წელს 7 400 ტონა, 2023 […]


2025 წელს მწვანილი საშუალოდ 60%-ით გაძვირდა. 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ფასმა 88%-ით, თებერვალში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 45%-ით, ხოლო მარტში 42%-ით მოიმატა.
ქვეყანაში მწვანილის წარმოება მცირდება. მწვანილის წარმოების შემცირება ჩანს საქსტატის სტატისტიკაშიც, რომელშიც მონაცემები 2023 წლამდეა აღრიცხული. 2021 წელს ქვეყანაში 8 500 ტონა მწვანილი იწარმოვა. 2022 წელს 7 400 ტონა, 2023 წელს კი 7 100 ტონა.
სექტორის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების თანახმად, მწვანილის იმპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში სისტემატურად იზრდება.
· 2021 წელს 153 760 აშშ დოლარი
· 2022 წელს 457 320 აშშ დოლარი
· 2023 წელს 459 500 აშშ დოლარი
· 2024 წელს 664 720 აშშ დოლარის 954 ტონა
· 2025 წლის 3 თვეში კი 268 570 აშშ დოლარის 467 ტონა
როგორც 2024, ისე 2025 წელს მწვანილის მთავარი შემომტანი ირანია. 2024 წელს იმპორტირებული მწვანილის 50%, ხოლო 2025 წელს 85% ირანიდან იყო.
2024 წელს იმპორტირებული 1 კგ მწვანილის საშუალო ფასი (თანხის და რაოდენობის მიხედვით)0.70 აშშ დოლარი იყო. 2025 წელს კი 0.58 აშშ დოლარი, ირანიდან შემოსულის კი 2024 წელს 0.60 აშშ დოლარი, მიმდინარე წელს კი 0.51 აშშ დოლარი.
ცვალებადი ტენდენცია აქვს ექსპორტს:
· 2021 წელს 4 146 520 აშშ დოლარი
· 2022 წელს 3 270 480 აშშ დოლარი
· 2023 წელს 4 266 630 აშშ დოლარი
· 2024 წელს 3 227 040 აშშ დოლარის 2467 ტონა
· 2025 წლის 3 თვეში კი უკვე 1 934 460 აშშ დოლარის 867 ტონა
მწვანილი ძირითადად უკრაინაში, მოლდოვასა და რუსეთში გადის.
ექსპორტირებული მწვანილის საშუალო ფასი 1.30 დოლარია. უკრაინაში 2.40 აშშ დოლარად გადის. 2.80 აშშ დოლარად მოლდოვაში. რუსეთში კი 0.91 აშშ დოლარად.
წყარო: mtavari.tv
What's Your Reaction?






