9-თვიანი პაუზის შემდეგ დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

„რეალის“ ვეტერანი მცველი დანი კარვახალი თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზადყოფნას აცხადებს...

ივლ. 1, 2025 - 22:27
 0
9-თვიანი პაუზის შემდეგ დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
„რეალის“ ვეტერანი მცველი დანი კარვახალი თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზადყოფნას აცხადებს.

33 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა გასული წლის ოქტომბერში „ლაიფციგთან“ შეხვედრაში მიიღო, რა დროსაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მას შემდეგ ის მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიოდა.

ახლა კი კარვახალი კვლავ „სამეფო კლუბის“ განკარგულებაშია და დიდი ალბათობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „იუვენტუსთან“ მერვედფინალურ მატჩში განაცხადშიც მოხვდება.

მისი დაბრუნება მნიშვნელოვანი შევსებაა „რეალის“ დაცვის ხაზისთვის მიმდინარე სეზონის გადამწყვეტ ფაზაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow