Bild: "ბაიერნს ვოლტემადეზე მესამე წინადადების გაგზავნა აღარ სურს"

ბაიერნისა და ვოლტემადეს საგა გრძელდება. ამჯერად Bild-მა დაწერა, რომ კლუბი რიგით მესამე წინადადების მომზადებას არ აპირებს

ივლ. 20, 2025 - 13:27
 0
Bild: "ბაიერნს ვოლტემადეზე მესამე წინადადების გაგზავნა აღარ სურს"
ბაიერნისა და ვოლტემადეს საგა გრძელდება. ამჯერად Bild-მა დაწერა, რომ კლუბი რიგით მესამე წინადადების მომზადებას არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაიერნი სხვა გზებს მიმართავს, რათა შტუტგარტი მოლაპარაკებების მაგიდასთან ახლავე დასვას და მომლოდინე მხარის ფულზე დამოკიდებულება შეცვალოს.

გარდა ამისა, Bild-მა ისიც დაწერა, რომ ბაიერნი მაქსიმუმ 65 მილიონ ევროს გადაიხდის, არადა შტუტგარტი ექსტრაორდინალურ წინადადებას ელის, რაც ზუსტად არავინ იცის თუ რამდენს გულისხმობს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში სასწორი ბაიერნის მხარეს გადაიხარა, რადგან მედიასთან ვოლტემადეს აგენტიც გააქტიურდა. ახლა მთავარი ისაა, რომ შტუტგარტმა ფეხბურთელის და მისი გარემოცვის მოთხოვნები გაითვალისწინოს, ბაიერნმა კი ფულის ზრდით თუ რაიმე სხვა ხერხით მომლოდინე კლუბის დაინტერესება შეძლოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow