BP-მ, მექსიკის ყურეში, საბადოზე Far South ნავთობი აღმოაჩინა

BP Plc-მ დაასრულა წარმატებული საძიებო ბურღვა Far South–ის საბადოზე მექსიკის ღრმა ყურეში, რომელსაც იგი ავითარებს ამერიკულ Chevron Corp-თან ერთად. „ბურღვის შედეგად ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს მაღალი ხარისხის მიოცენის ნალექებში. წინასწარი მონაცემები მიუთითებს ნახშირწყალბადების პოტენციურად ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მოცულობის არსებობაზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. საბადო მდებარეობს ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 190 კილომეტრში. BP არის საბადოს ოპერატორი და ფლობს 57.5%-იან […]

აპრ. 14, 2025 - 15:27
 0
BP-მ, მექსიკის ყურეში, საბადოზე Far South ნავთობი აღმოაჩინა

BP Plc-მ დაასრულა წარმატებული საძიებო ბურღვა Far South–ის საბადოზე მექსიკის ღრმა ყურეში, რომელსაც იგი ავითარებს ამერიკულ Chevron Corp-თან ერთად.
„ბურღვის შედეგად ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს მაღალი ხარისხის მიოცენის ნალექებში. წინასწარი მონაცემები მიუთითებს ნახშირწყალბადების პოტენციურად ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მოცულობის არსებობაზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
საბადო მდებარეობს ლუიზიანას სანაპიროდან დაახლოებით 190 კილომეტრში. BP არის საბადოს ოპერატორი და ფლობს 57.5%-იან წილს, ხოლო Chevron ფლობს დარჩენილ 42.5%-ს.
ვრცლად interfax – ზე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow