FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ივნ. 7, 2025 - 04:27
 0
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში კიდევ ერთი განახლებული მოედანი გაიხსნა. მოედანს რეაბილიტაცია ფიფას პროექტის, "ფიფა არენას“ ფარგლებში ჩაუტარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, FIFA-ს წევრი ასოციაციების რეგიონული კოორდინატორი მარკო ფერი, ასევე სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდნეტი კახა ჭუმბურიძე, გენერალური დირექტორი დავით მუჯირი და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი.

განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები გამოიყენებენ. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც "ფიფა არენას" პროექტის ფარგლებში ახალი მინი-მოედანი გაიხსნა. მსგავსი მოედანი უკვე ფუნქციონირებს სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში.

gff

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow