GIG ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ უკრაინაში სამშენებლო კომპანია Ukrbud-ი $20 მილიონად შეიძინა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „უკრბუდი“ 805 მილიონ გრივნად (20 მილიონი აშშ დოლარი) ღია აუქციონის წესით გაიყიდა. გამარჯვებული კომპანია შპს „Petro oil and chemicals“ გახდა. კომპანია ქართველ ბიზნესმენს დავით ბეჟუაშვილს უკავშირდება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიინდუსტრიული ჰოლდინგის GIG-ის მფლობელია. როგორც BMG-ის GIG-დან აცნობეს, აუქციონი 2025 წლის 18 ივნისს Prozorro.Sale პლატფორმაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომპანიამ. ყოფილი […]


სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „უკრბუდი“ 805 მილიონ გრივნად (20 მილიონი აშშ დოლარი) ღია აუქციონის წესით გაიყიდა. გამარჯვებული კომპანია შპს „Petro oil and chemicals“ გახდა.
კომპანია ქართველ ბიზნესმენს დავით ბეჟუაშვილს უკავშირდება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი
უმსხვილესი მულტიინდუსტრიული ჰოლდინგის GIG-ის მფლობელია.
როგორც BMG-ის GIG-დან აცნობეს, აუქციონი 2025 წლის 18 ივნისს Prozorro.Sale პლატფორმაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომპანიამ.
ყოფილი დეველოპერისგან – „უკრბუდისგან“ განსხვავებით, სახელმწიფო კონცერნს არ აქვს კავშირი დაუსრულებელ სამშენებლო პროექტებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ახალ ინვესტორს გადაეცემა როგორც „სუფთა აქტივი“.
ახალი მფლობელი, თავის მხრივ, სტრატეგიული გეგმით შემოდის, რაც Ukrbud-ის მოდერნიზაციაში დამატებით ინვესტირებას, მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების გაციფრულებას გულისხმობს.
ამასთან უკრაინაში კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ენერგეტიკაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – კიევის ამერიკულ უნივერსიტეტში.
Ukrbud-ი განიხილება, როგორც პლატფორმა ომის შემდგომი ინფრასტრუქტურის აღსადგენად. „ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ ინვესტიციები — ეს არის წვლილი უკრაინის მდგრად განვითარებაში,“ – აცხადებენ კომპანიაში.
What's Your Reaction?






