9-05-2021, 03:21
58

10 მარტივი ხერხი იმ პროდუქტების ხარისხის გასარკვევად, რომლებსაც შეიძლება ყოველ დღე მიირთმევთ


თუ გსურთ თავად გაარკვიოთ იმ პროდუქტების ხარისხი, რომლებსაც ყოველ დღე მიირთმევთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა:

1. ქათმის ფილე

ყურადღება მიაქციეთ თეთრ ხაზებს ხორცზე და ზედმეტად ცხიმიან ადგილს. ეს ნიშნები მტკიცებულება იმისა, რომ ფრინველს მოკლე დროის განმავლობაში კვებავდნენ ჰორმონალური დანამატებით, რაც ჯანმრთელობისთვის სულაც არაა კარგი.

2. ხაჭო

ხაჭოში ხშირად ამატებენ სახამებელს ან მცენარეულ ცხიმებს. თუკი გსურთ მისი სემოწმება ამ დანამატებზე, გამოიყენეთ იოდის ერთი წვეთი. თუკი პროდუქტი სახამებელს შეიცავს, იოდი ლურჯ ფერს მიიღებს. მცენარეული ცხიმის შემთხვევა|სი კი ტუკი აქვს, იოდი ფერს შეიცვლის რამდნიმე საათში და ყვითელ საფარს გაიკეთებს.

3. თაფლი

უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ როგორ იღვრება კოვზიდან თაფლი. თუკი წყვეტილად ჩამოდის და გუბეს ქმნის, ნატურალური არაა, ხოლო თუკი სქლად წვეთავს და დაცეისას მათალ ბორცვს ქმნის, ნატურალურია.

4. არაჟანი

იმისათვის, რომ გაიგოთ არაჟანი შეიცავს თუ არა მცენარეულ ცხიმებს, გაურიეთ ერთი კოვზი პროდუქტი ცხელ წყალში. ნატურალური არაჟანი წყალში გაიხსნება, შერეული კი ერთ მასად შეიკვრება და პატარა ნაწილებად დაიშლება.

5. გაყინული ბოსტნეული

გაყინული ბოსტნეული კარგავს ვიტამინებს თუკი მას არასწორად ყინავენ. დააკვირდით აქვს თუ არა მას თეთრი ნადები, ის არასწორი შენახვის ნიშანია.

6. თევზი

ძველ თევზს თვალები დაბურული აქვს ხოლო ლაყუჩები მუქი ფერის.

7. ხორცი

დააჭირეთ თითი, ახალი ხორცი მკვრივია და ფორმას სწრაფადვე უბრუნდება. თუკი დაჭრისას ხორცი შიგნით მუქია და გარედან თეთრი კონტური აქვს, ის ხელოვნურადაა “გაახალგაზრდავებული". ასევე, შეგიძლიათ ხორცს ზემოდან დაადოთ ხელსახოცი. ახალი ხორცი არ დატოვებს ძლიერ სისველეს და სისხლს.

8. მწვანილი

თუკი მწვანილი ახალია, მაგრამ აქვს მუქი ფერი, ღეროები ზედმეტად გრძელი აქვს და მუჭში დაჭერისას ფოთლები გვერდზე ეყრება, მაშინ ის ნიტრატებითაა მოყვანილი. ბუნებრივი მწვანილი ღია ფერისაა და მკვრივია.

9. ყველი

"გამოთვალეთ" ყველი მცენარეული ცხიმებით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ცუდი ხარისხის პროდუქტი იშლება დაჭრისას (ეს არ ეხება მყარ სახეობებს, როგორიცაა პარმეზანი), ღია ცის ქვეშ კი სწრაფად იჩენს ბზარებს.

10. ნაყინი

დადეთ თეფშზე. მცენარეული ცხიმების შემცველი ნაყინი დიდი ხნის განმავლობაში დნება, ბოლოს კი გამჭვირვალე მასად იქცევა. ნატურალური ნაყინი კი რბილდება მაგრამ მაინც ინარჩუნებს ფორმას.





COVID19 არველაძე დედამიწა კვება ლაშა ტალახაძე მეურნეობა საქართველო