9-05-2021, 03:52
66

საქართველოში ამინდი გაუარესდება


გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.





COVID19 არველაძე დედამიწა კვება ლაშა ტალახაძე მეურნეობა საქართველო