9-05-2021, 01:56
43

ლონდონში, 25 მეტრის სიმაღლეზე უნიკალური გამჭვირვალე საცურაო აუზი აშენდა


ლონდონში გამჭვირვალე საცურაო აუზი აშენდა, რომელიც ორ ცათამბჯენს აკავშირებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აუზი ინგლისის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რაიონ „ნაინ ელმსში“, საცხოვრებელ კომპლებს „ემბასი გარდენსში“ მდებარეობს. აუზი 25 მეტრის სიმაღლეზეა დამონტაჟებული და შენობების მე-10 სართულებს აკავშირებს. ის მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებებისთვის არის ხელმისაწვდომი.

აუზი აშშ-ში, კოლორადოდ შტატში დაამზადეს. მისი სიღრმე დაახლოებით 3 მეტრია, წონა კი 375 ტონას შეადგენს. აუზი ოფიციალურად 19 მაისს გაიხსნება.

„ემბასი გარდენსში“ 2 ათასი ბინაა. კომპლექსში 2-საძინებლიანი სახლის ღირებულება 1,4 მილიონი დოლარიდან იწყება.






COVID19 არველაძე დედამიწა კვება ლაშა ტალახაძე მეურნეობა საქართველო