ISFED: სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს დადგენილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება იზღუდება
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არსებითად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას – ამის შესახებ ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს. კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცესკოს მიერ შეტანილი ცვლილებებით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის […] The post ISFED: სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს დადგენილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება იზღუდება appeared first on .

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არსებითად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას – ამის შესახებ ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.
კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცესკოს მიერ შეტანილი ცვლილებებით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა. ასეთ აკრძალვას საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს, რითაც ეს ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. „კარუსელის” სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება.
4 აპრილს „სამართლიანმა არჩევნებმა” სადავო დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 8 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
„სამართლიანი არჩევნები” ცესკოს მოუწოდებს, რომ გააუქმოს დადგენილებით მიღებული პრობლემური ცვლილებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
The post ISFED: სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს დადგენილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება იზღუდება appeared first on .
What's Your Reaction?






