, გთხოვ, არ აკოცო ამ ბიჭს, რომ შეგიყვარდეს და მე მიმატოვო, მეშინია…” – რა მოხდა სანაპიროზე?

, გთხოვ, არ აკოცო ამ ბიჭს, რომ შეგიყვარდეს და მე მიმატოვო, მეშინია…” – რა მოხდა სანაპიროზე?



სოციალური ქსელის მომხმარებელი, ბაია ცომაია, წერს: “არ ვიცი ეს ხმამაღლა უნდა მეთქვა თუ არა… ორი დღეა ერთი და იგივე ხალხთან ერთად ვხვდები “პლაჟზე”, ორი გოგო სამი პატარა ბავშვით და რამოდენიმე ბიჭი, გართობა და ცეკვა მოგეცა ლხენა ისე მიყვარს, მიყვარს თავისუფლება, მაგრამ გამიჯნული აღვირახსნილობისგან. პატარა გოგოს საუბარს მოვკარი ყური, დედა გთხოვ არ აკოცო ამ ბიჭს, რომ შეგიყვარდეს და მე მიმატოვო მეშინია…

გული დამეთუთქა ბავშვების საცოდაობით, დედები კი გაბრუებულები სანაპიროს უგემოვნო თუ გემოვნებიან ჯაგაჯუგზე აგრძელებენ ცეკვას კი არა, საზიზღარ მოძრაობებს და ვერც ხედავენ შვილების გადაწყლებულ თვალებსთავს დამნაშავედ ვთვლი, ჩემი დუმილი დანაშაულის ტოლფასად მაქვს აღქმულიდედებო გაუფრთხილდით შვილებს, მერე გაოცებულები ვკითხულობთ, საიდან ამხელა აგრესია ახალგაზრდებსო  ძალიან ხშირ შემთხვევაში დედების საქციელიდან. დედებო იცხოვრეთ ისე, როგორც გეცხოვრებათ, მაგრამ შვილებს ცხვირწინ ნუ უტრიალებთ “თქვენს მოკლე ვადიან საზღვაო რომანებს”



{login}

Твой комментарий..

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები