"მინისტრმა დამირეკა და ეს რომ მითხრა შოკში ჩავვარდი" - ნახეთ სად დაიწყო მუშაობა პატარა ანიტას დედამ

"მინისტრმა დამირეკა და ეს რომ მითხრა შოკში ჩავვარდი" - ნახეთ სად დაიწყო მუშაობა პატარა ანიტას დედამ


loading...

ანიტა ფაცაციას დედამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში წერს: „ამ თვეების განმავლობაში ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ თითქოს, აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ, კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე, ცდილობენ ცხოვრების ფერხულში ჩაბმაში ამოგიდგნენ გვერდში ამ ზრუნვის შედეგად აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. გარემოში, სადაც, თითქოს, ყველაფერი უცხო უნდა ყოფილოყო, მაგრამ სათითაოდ ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში.

მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ამ გულისხმიერებისთვის! განსაკუთრებით კი, მინდა ნინო გიორგობიანის როლი გამოვყო. ადამიანის, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცრად სამართლიანი და საქმისთვის მებრძოლი პროფესიონალის შთაბეჭდილება დამიტოვა და რომლის სიკეთის დამსახურებაცაა, ახალ ოჯახში ჩემი შებიჯება. იმედი მაქვს, შევძლებ და ამ გაუმჟღავნებელი ზრუნვის, გვერდში დგომისა და სიკეთის საპასუხო თანამშრომლობას დავუბრუნებ ოჯახს, რომელმაც ასე თბილად მიმიღო“



{login}

Твой комментарий..

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
loading...