Reuters – კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და „23 მარტის მოძრაობამ“ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და „23 მარტის მოძრაობამ“ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ამბოხებული „23 მარტის მოძრაობის“ (M23) წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი კატარში მოაწერეს, თუმცა წყაროების განცხადებით, შეთანხმების დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ცნობისთვის, […]


კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და „23 მარტის მოძრაობამ“ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ამბოხებული „23 მარტის მოძრაობის“ (M23) წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი კატარში მოაწერეს, თუმცა წყაროების განცხადებით, შეთანხმების დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არ არის.
ცნობისთვის, რუანდის მიერ მხარდაჭერილმა M23-მა იანვარში აღმოსავლეთ კონგოს უდიდესი ქალაქი, გომა აიღო.
მარტში კატარის შუამავლობით კონგოსა და რუანდის პრეზიდენტებს, ფელიქს ჩისეკედისა და პოლ კაგამეს შორის შეხვედრა გაიმართა, რამაც დოჰაში კონგოსა და M23-ს შორის მოლაპარაკებები შესაძლებელი გახადა.
რუანდასა და კონგოს შორის მოლაპარაკებები აშშ-შიც გაიმართა. 27 ივნისს კონგოსა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ და ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს.
What's Your Reaction?






