Reuters – სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 7000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა 641-ზე მეტი შენობა და 388 გზა დააზიანა. სამხრეთ […]

ივლ. 19, 2025 - 15:27
 0
Reuters – სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 7000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა 641-ზე მეტი შენობა და 388 გზა დააზიანა.
სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წვიმები ორშაბათამდე გაგრძელდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow