Superman-ის გამოშვების შემდეგ, მიუსაფარი ძაღლების აყვანისადმი ინტერესი 500%-ით გაიზარდა!

Warner Bros. Discovery ჯეიმს განის „სუპერმენის“ წარმატებასთან ერთად, მოულოდნელ გამარჯვებასაც ზეიმობს, რომელიც მას მიუსაფარმა ძაღლებმა მოუტანა. Krypto the Superdog-მა შინაური ცხოველების აყვანისადმი ინტერესი 500%-ზე მეტი მაჩვენებლით გაზარდა, რაც გვაძლევს იმედს, რომ სულ უფრო მეტი მიუსაფარი ლეკვი იპოვის ახალ სახლს. ამ ამბავს კი ძაღლების წვრთნის აპლიკაცია Woofz-ი მონაცემებით ვიგებთ, რომლის თანახმადაც 10 ივლისს ფილმის გამოშვების შემდეგ, […]

ივლ. 19, 2025 - 07:27
 0
Superman-ის გამოშვების შემდეგ, მიუსაფარი ძაღლების აყვანისადმი ინტერესი 500%-ით გაიზარდა!

Warner Bros. Discovery ჯეიმს განის „სუპერმენის“ წარმატებასთან ერთად, მოულოდნელ გამარჯვებასაც ზეიმობს, რომელიც მას მიუსაფარმა ძაღლებმა მოუტანა. Krypto the Superdog-მა შინაური ცხოველების აყვანისადმი ინტერესი 500%-ზე მეტი მაჩვენებლით გაზარდა, რაც გვაძლევს იმედს, რომ სულ უფრო მეტი მიუსაფარი ლეკვი იპოვის ახალ სახლს.
ამ ამბავს კი ძაღლების წვრთნის აპლიკაცია Woofz-ი მონაცემებით ვიგებთ, რომლის თანახმადაც 10 ივლისს ფილმის გამოშვების შემდეგ, გუგლში „Adopt a dog near me“-ის ძიება 513 პროცენტით გაიზარდა, „Rescue dog adoption near me“ კი 163 პროცენტით. ამ შედეგებზე Krypto-ს შნაუცერისა და ტერიერის ნაჯვარმაც იმოქმედა და „შნაუზერის აყვანის“ საძიებო სიტყვების ძიება 299%-ით გაუმჯობესდა.
ძაღლების აყვანისადმი ინტერესის ზრდა მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ადრე განმა გაგვიზიარა, რომ კრიპტო მისივე აყვანილი ძაღლი Ozu-თი იყო შთაგონებული — „მართალია, Ozu-ს წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ასე რომ იყოს, იამაყებდა…“.
თუმცა ერთი იმაზე დარდობენ, რომ ფილმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, შესაძლოა, ადამიანებმა, ცხოველის სათანადოდ აღზრდისთვის საჭირო გრძელვადიან ვალდებულებებზე დაფიქრდების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება… ამიტომაც, Woofz-ის CEO-მ The Wrap-ს მიმართა, პოტენციური მშვილებლები წაეხალისებინა, კარგად დაფიქრებულიყვნენ გადაწყვეტილების მიღებამდე. შედეგად, განცხადებაში ვკითხულობთ:
„შინაური ცხოველის აყვანა რეალური ვალდებულებაა. აჟიოტაჟი გაქრება, მაგრამ თქვენ ძაღლი დაგრჩებათ, ამიტომ დარწმუნებულნი უნდა იყოთ, რომ მათთვის სათანადო ზრუნვის, წვრთნისა და დროის დათმობა შეგიძლიათ“.
აღსანიშნავია, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა სუპერმენის ფილმმა ძაღლების აყვანის ტენდენცია წაახალისა — ფილმის გამოსვლამდე Warner Bros.-მა 1 კვირით შინაური ცხოველების აყვანის საფასური დაფარა, რის შედეგადაც სულ 454-მა შინაურმა ცხოველმა იპოვა ახალი სახლი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow