Transavia France პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანია Transavia France-მა – ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს. „პარიზიდან (Orly) თბილისში Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს. Transavia France იმ 8 ახალი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომლებიც 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის […]

აპრ. 14, 2025 - 15:27
 0
Transavia France პარიზი – თბილისი – პარიზის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანია Transavia France-მა – ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.
„პარიზიდან (Orly) თბილისში Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს.
Transavia France იმ 8 ახალი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომლებიც 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა. აღნიშნული ავიაკომპანია მსოფლიოს მასშტაბით 120 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. მიმართულებებს შორის არის ევროპული ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკის აეროპორტები და ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ზონები. 2025 წლის მონაცემებით, Transavia France ფლობს 82 საჰაერო ხომალდს. ეს კომპანია ორი ავიაკომპანიის:
Air France-ისა და Transavia Airlines-ის მფლობელობაშია. ორივე აღნიშნული ავიაკომპანია უკვე ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
თბილისისა და ს საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებების განვითარება ტავ ჯორჯიას პრიორიტეტია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ევროპული მარშრუტების განვითარებაზე. მიმდინარე კვირაში თბილისის აეროპორტს შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-იც უერთდება, გასულ კვირას კი ოპერირება უკვე დაიწყო ორმა ბრიტანულმა ავიაკომპანიამ: British Airways-მა და EasyJet-მა.
მგზავრთნაკადის უპრეცედენტო ზრდის ფონზე, ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტირებას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და საკადრო რესურსში, რათა შენარჩუნებული იყოს მომსახურების მაღალი ხარისხი. ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში 230 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow