VIDEO: ევერტონის ფანები გიორგი მამარდაშვილს შეცდომის გამო დასცინიან

ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც „ლივერპული“ „მილანთან“ 4:2 დამარცხდა, მთავარი ყურადღება გიორგი მამარდაშვილზე გადაერთო...

ივლ. 28, 2025 - 15:57
 0
VIDEO: ევერტონის ფანები გიორგი მამარდაშვილს შეცდომის გამო დასცინიან
ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც „ლივერპული“ „მილანთან“ 4:2 დამარცხდა, მთავარი ყურადღება გიორგი მამარდაშვილზე გადაერთო. ქართველი მეკარე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და სამი გოლი გაუშვა, რაც მის მიმართ კრიტიკის ტალღას დაედო საფუძვლად.

ლივერპულის ქომაგების რეაქცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – მათ ქართველი მეკარე სოციალურ ქსელებში გაამხნევეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს. გულშემატკივრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო და შეცდომა ნებისმიერ კიპერს შეიძლება მოუვიდეს.

სხვაგვარად იყო საქმე ევერტონის ფანების ბანაკში – სოციალურ ქსელ X-ზე ერთ-ერთმა პოპულარულმა ფან გვერდმა ირონიული პოსტი გამოაქვეყნა: „ქალბატონებო და ბატონებო, ლივერპულის ახალი მეკარე – გიორგი ონანა მამარდაშვილი“. პოსტს, როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი ქილიკიანი კომენტარი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, გიორგი მამარდაშვილმა უკვე არა ერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ კრიტიკა მის მოტივაციას არ ანელებს. პირიქით – მას ენერგიას აძლევს. სწორედ ასეთი მომენტები ქმნის ძლიერ სპორტსმენებს და ცხადია, ქართველი მეკარეც მალე დაამტკიცებს, რომ ერთი შეცდომა ვერაფერს ცვლის მის პროფესიონალიზმსა და კლასთან მიმართებით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow