VIDEO: პატარა ჩემპიონია! - ლეონ ჭელიძემ იტალიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

VIDEO: პატარა ჩემპიონია! - ლეონ ჭელიძემ იტალიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

ივნ. 17, 2025 - 02:57
 0
VIDEO: პატარა ჩემპიონია! - ლეონ ჭელიძემ იტალიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

გასულ უქმეებზე იტალიის ქალაქ სარნოში კარტინგის ეროვნული ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა, რომელშიც MINI Gr.3 კატეგორიაში საოცარი შედეგით ქართველი სპორტსმენი ლეონ ჭელიძე გამარჯვებული გახდა.

მრბოლელმა დამაჯერებლად იასპარეზა და მთელი სარბოლო კვირის განმავლობაში სტაბილურობა და უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმი აჩვენა. ჭელიძემ წარმატებით დაძლია კვალიფიკაციებიც, ხოლო ფინალურ რბოლაში პრაქტიკულად შეუცდომელი აღმოჩნდა, რაც მას ჩემპიონატის etap-ze გამარჯვების ღირსეულად მოპოვებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ ეს ლეონისთვის უკვე მეორე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში, რაც ნათლად მოწმობს მის პროგრესს და მაღალი დონის მზადყოფნას საერთაშორისო ასპარეზზე.

სარბოლო ტრასაზე ჭელიძეს კონკურენციას უწევდნენ ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელები. მეორე ადგილზე ფრანგი ელიტო პუჟოლი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შვედმა ალექსანდერ ჰედფორსმა დაიკავა.

ვიდეო: (gasf)

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow