VIDEO: ყაზაიშვილის ჰეთ-თრიკი და წინსვლა ბომბარდირთა დავაში - ქართველის შთამბეჭდავი სერია ჩინეთში

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი სანახაობრივი მატჩი ჩაატარა

ივლ. 28, 2025 - 03:57
 0
VIDEO: ყაზაიშვილის ჰეთ-თრიკი და წინსვლა ბომბარდირთა დავაში - ქართველის შთამბეჭდავი სერია ჩინეთში
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი სანახაობრივი მატჩი ჩაატარა — ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა "შანდონგ ტაიშანის“ გამარჯვებაში (3:0) ჰეთთრიქით წვლილი გადამწყვეტად შეიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მე-18 ტურის მატჩში "მეიჟოუ ჰაკასთან“ ყაზაიშვილმა ანგარიში გახსნა 56-ე წუთზე; მეორე გოლი 82-ე წუთზე გაიტანა; ჰეთთრიქი კი 84-ე წუთზე დაასრულა, მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ბურთი მეკარეს ახლო მანძილიდან დაუმარცხებლად გაუტანა.

ყაზაიშვილმა მთელი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 9.4 ქულიანი შეფასება მიიღო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინდივიდუალური ქულაა ტურში.

ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე ჰეთთრიქია.

სულ კი ყაზაიშვილს უკვე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს 18 მატჩში. ბომბარდირთა სიაში ის მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო "შანდონგ ტაიშანი" ჩემპიონატის ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.

VIDEO:

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow