ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.  სოფელ პირველ მაისთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კაცი რეანომობილით ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შუა ხნის კაცი სატვირთოს მგზავრი იყო, მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, მანქანიდან გადმოვიდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ქვეითი ვერ შეამჩნია, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მაი. 4, 2025 - 14:57
 0
ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

სოფელ პირველ მაისთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული კაცი რეანომობილით ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შუა ხნის კაცი სატვირთოს მგზავრი იყო, მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, მანქანიდან გადმოვიდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ქვეითი ვერ შეამჩნია, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow