აზაროვი აიაქსში? - ქართველი მცველი ნიდერლანდურ გრანდს დაუკავშირეს
საქართველოს ნაკრების 23 წლის მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი ახალი სეზონისთვის კვლავ დონეცკის შახტართან ერთად ემზადება, თუმცა ირაკლი პარალელურად ამსტერდამის აიაქსს დაუკავშირეს

სულ ახლახან Football transfers-ის ნიდერლანდურმა რედაქციამ ამსტერდამის აიაქსს მარცხენა მცველის პოზიციაზე სწორედ ირაკლი აზაროვის კანდიდატურა შესთავაზა!
თავის მხრივ, შახტარის დატოვება თავად ფეხბურთელის სურვილიცაა, რადგან საომარი მოქმედებების გამო აზაროვს ოჯახისგან მოშორებით ყოფნა ხანგრძლივად უწევს, რისი შეცვლაც ირაკლისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
What's Your Reaction?






