ალვარო მორატა კარიერას კვლავ იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს

ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა სერია A-ში დაბრუნდა და კარიერას „კომოს“ რიგებში გააგრძელებს...

აგვ. 12, 2025 - 19:57
 0
ალვარო მორატა კარიერას კვლავ იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა სერია A-ში დაბრუნდა და კარიერას „კომოს“ რიგებში გააგრძელებს.

ფეხბურთელი კლუბს „მილანიდან“ იჯარით შეუერთდა გამოსყიდვის უფლებით, რომელიც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება. იჯარის ფასი 1 მილიონი ევროა, ხოლო გამოსასყიდი — 9 მილიონი.

მორატამ გასული სეზონის მეორე ნახევარი „გალათასარაიში“ იჯარით გაატარა და 16 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მანამდე კი „რეალის“, „იუვენტუსის“, „ჩელსის“ და „ატლეტიკოს“ რიგებს იცავდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow