,, ამ ერთუჯრედიანმა მავნებლებმა ყველას გადაგვკიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,კრიმინალურ რეჟიმს უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა, არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ უშუალოდ მეზობლებთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სომხეთს კობახიძე სთხოვს ქართული NGO-ების ფეხის ამოკვეთას ერევნიდან (რომელიც ახლა ქართველებით გაივსო, ვინაიდან რაც ადრე დასავლური ფულით კონფერენციები იმართებოდა საქართველოში, ახლა ყველა ერევანშია გადატანილი) და მათი ანგარიშების დახურვას. ფაშინიანის მთავრობა პასუხობს, რომ სომხეთში აგენტების კანონი […] The post ,, ამ ერთუჯრედიანმა მავნებლებმა ყველას გადაგვკიდეს” – მიხეილ სააკაშვილი appeared first on .

დეკ. 1, 2025 - 23:57
 0
,, ამ ერთუჯრედიანმა მავნებლებმა ყველას გადაგვკიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,კრიმინალურ რეჟიმს უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა, არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ უშუალოდ მეზობლებთან – სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

სომხეთს კობახიძე სთხოვს ქართული NGO-ების ფეხის ამოკვეთას ერევნიდან (რომელიც ახლა ქართველებით გაივსო, ვინაიდან რაც ადრე დასავლური ფულით კონფერენციები იმართებოდა საქართველოში, ახლა ყველა ერევანშია გადატანილი) და მათი ანგარიშების დახურვას.

ფაშინიანის მთავრობა პასუხობს, რომ სომხეთში აგენტების კანონი არ არსებობს და არც იგეგმება და არანაირი საფუძველი არ არსებობს ქართველების თავისუფლების შეზღუდვის. თავის მხრივ კობახიძე ერევანს ემუქრება ტვირთების გადაადგილების შეზღუდვებით.

ამასობაში თბილისმა უკვე შეუქმნა ტვირთების გადაადგილების პრობლემა აზერბაიჯანს. აზერბაიჯანული გამოცემები ამაში სამართლიანად ხედავენ რუსეთის დავალებას. რუსები კიევში აზერბაიჯანის საელჩოს ბომბავენ და აქ კი თავისი მარიონეტების ხელით უქმნიან კომუნიკაციებზე პრობლემას, როგორც ჩანს ის რასაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები წერენ, ასევე ასახავს ოფიციალური ბაქოს სამართლიან გულის-წყრომას.

მოკლედ ამ ერთუჯრედიანმა მავნებლებმა ყველას გადაგვკიდეს.“

The post ,, ამ ერთუჯრედიანმა მავნებლებმა ყველას გადაგვკიდეს” – მიხეილ სააკაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow