"ამას თუ არ გავაკეთებთ, მკვდრები ვართ" - რას ამბობს ბაიერნთან მატჩამდე ლუის ენრიკე

მიუნხენის ბაიერნთან 1/4-ფინალის გამართვამდე ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა

ივლ. 5, 2025 - 16:27
 0
"ამას თუ არ გავაკეთებთ, მკვდრები ვართ" - რას ამბობს ბაიერნთან მატჩამდე ლუის ენრიკე
მიუნხენის ბაიერნთან 1/4-ფინალის გამართვამდე ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ლუჩო სათამაშო გეგმის ცვლილების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

როდესაც მეტოქეს აპრესინგებ, რაღაც დროის შემდეგ ის ამის გადალახვას დაიწყებს. ასევეა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვების შემთხვევაშიც. არ არსებობს მწვრთნელი, რომელსაც რაიმე სახის მაგიური ფორმულა აქვს. თუ მუდმივად ერთსა და იმავეს გააკეთებ, უბრალოდ მკვდარი ხარ.

ბოლო პერიოდში 3 ფორვარდით ვთამაშობდით, თუმცა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყოველთვის ამას გავაკეთებთ, ძალიან ცდება. ფეხბურთი იცვლება და თუ ფეხი არ აუწყვე, მწვერვალზე დარჩენა გაგიჭირდება.

- თქვა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow