"ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი.." - მამარდაშვილის სამადლობელი პოსტი "ლივერპულს"

"ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი.." - მამარდაშვილის სამადლობელი პოსტი "ლივერპულს"

ივლ. 13, 2025 - 23:57
 0
"ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი.." - მამარდაშვილის სამადლობელი პოსტი "ლივერპულს"
დღეს გიორგი მამარდაშვილს "ლივერპულის" შემადგენლობაში "პრესტონის" წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა.

ქართველმა მეკარემ მოედანზე 45 წუთი დაჰყო და შესვენების შემდეგ იგი შოტლანდიელმა სპეციალისტმა არნე სლოტმა შეცვალა.

ნამატჩევს, "მამარდამ" სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.

"განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში.

ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში.

ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის.

მადლობთ მხარდაჭერისთვის.

ეს მხოლოდ დასაწყისია"


- წერს ქართველი მეკარე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow